პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემთხვევაში, მას უფლებამოსილება უწყდება გადადგომისთანავე

კონსტიტუციის 56-ე მუხლის თანახმად, პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემთხვევაში, პრემიერ-მინისტრს უფლებამოსილება უწყდება გადადგომისთანავე.

პრემიერ-მინისტრის გადადგომის ან მისი უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტის შემთხვევაში მთავრობა განაგრძობს მოვალეობის შესრულებას ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნამდე.

პარლამენტი მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან, აგრეთვე პრემიერ-მინისტრის გადადგომიდან ან უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტიდან ორი კვირის ვადაში ნდობას უცხადებს პარლამენტის არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიის მიერ წამოყენებული პრემიერმინისტრობის კანდიდატის მიერ წარდგენილ მთავრობას.

მთავრობის შემადგენლობასთან ერთად პარლამენტს წარედგინება სამთავრობო პროგრამა. ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა.

banner
წინა სტატიაშიკახა მიქაია: ახალი საპარლამენტო არჩევნები განმუხტავს კრიზისს
შემდეგი სტატიანიკა მელიას ადვოკატი – არ ვფიქრობ, რომ ეს არის რამდენიმესაათიანი გადადება