პრემიერ-მინისტრის დავალებით, ზურაბ აბაშიძე გრიგორი კარასინს საქართველოსა და რუსეთს შორის მოქალაქეთა გადაადგილების დროებით შეჩერების შესახებ ესაუბრა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მარტი 15, 2020 17:15

პრემიერ-მინისტრის დავალებით, ზურაბ აბაშიძე გრიგორი კარასინს საქართველოსა და რუსეთს შორის მოქალაქეთა გადაადგილების დროებით შეჩერების შესახებ ესაუბრა

საქართველოსა და რუსეთს შორის მოქალაქეთა გადაადგილება დროებით შეჩერდა,- ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას დავალებით, პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე დღეს დილით ტელეფონით ესაუბრა საქართველოსა და რუსეთს შორის მიმდინარე ორმხრივი დიალოგის (ე.წ. პრაღის ფორმატი) ფარგლებში რუსეთის ფედერაციის დელეგაციის ხელმძღვანელს, რუსეთის ფედერალური სათათბიროს ფედერალური საბჭოს წევრს გრიგორი კარასინს.

კორონავირუსის საფრთხის გავრცელების გათვალისწინებით, საუბრის დროს განხილულ იქნა საკითხი მიმდინარე წლის 16 მარტიდან საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის მოქალაქეთა გადაადგილების დროებით შეჩერების შესახებ.

აღინიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება არ გავრცელდება შესაბამისად რუსეთის ფედერაციის და საქართველოს იმ მოქალაქეებზე, რომლებიც გამოთქვამენ საკუთარ ქვეყანაში დაბრუნების სურვილს.

შეზღუდვები არ გავრცელდება სატვირთო გადაზიდვებზე“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მარტი 15, 2020 17:15

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,285
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics