პრემიერ-მინისტრის ბოლო, მნიშვნელოვანმა ვიზიტმა ბრიუსელში ძალიან კარგი შედეგი გამოიღო – დოლიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბოლო, მნიშვნელოვანმა ვიზიტმა ბრიუსელში ძალიან კარგი შედეგი გამოიღო,- ამის შესახებ ჟურნალისტებს სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ ვიზალიბერალიზაციის საკითხი კომენტირებისას განუცხადა.

როგორც დოლიძემ აღნიშნა, მომავალ კვირაში, როდესაც გაიმართება ევროპარლამენტის პლენარული სხდომა, საბოლოო ვერდიქტი აუცილებლად იქნება მიღებული, რასაც უკვე დასჭირდება ძალიან მინიმალური დრო და პროცედურები.

„დარწმუნებული ვარ, რომ ამ პროცედურების შემდგომ, მომავალი წლის დასაწყისიდან ჩვენი მოქალაქეები უკვე შეძლებენ უვიზო მიმოსვლის დაწყებას და გამოყენებას. საბოლოო გადაწყვეტილება წლის ბოლოსთვის უნდა იყოს მიღებული, თუმცა პროცედურებს შეიძლება კიდევ დასჭირდეს დრო. სწრაფად და შედეგიანად დაიწყეს მოქმედება ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა, რომ მომავალში გაჭიანურებას ნამდვილად არ ველოდებით. დარწმუნებული ვარ, ჩვენს თანამოქალაქეებს მივულოცავთ ახალ წელს კიდევ უფრო კარგი ამბებით“,-აღნიშნა დოლიძემ.

ამასთან, დოლიძის თქმით, ახალ მნიშვნელოვანია, მოქალაქეებს კარგად ავუხსნათ, ვის შეუძლია წასვლა, რა პირობებით, რომელ პასპორტებზეა საუბარი.

„მათაც კონკრეტულად, დეტალურად უნდა იცოდნენ ევროკავშირისა და შენგენის ზონაში ყოფნის პირობები, ჩასვლისა და ჩამოსვლის პერიოდი. უნდა გავითვალიწინოთ ევროკავშირის შიდა, როგორც პოლიტიკური, მიგრაციული და სხვა პრობლემები, რომელიც აბსოლუტურად მისაღები იყო ჩვენთვის“,-აღნიშნა ვიქტორი დოლიძემ.

banner
წინა სტატიაშისექტემბრიდან ევროპარლამენტი მზადაა შეათანხმოს მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლა უკრაინისა და საქართველოს მოქალაქეებისთვის – მარტინ შულცი
შემდეგი სტატიალია გიგაური : ”წყალთან დაკავშირებული პრობლემები არ დაფიქსირებულა არც ერთ სკოლაში”