პრემიერ-მინისტრი თურქეთში მომხდარ ტერაქტს გმობს

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თურქეთის ქალაქ სტამბოლში მომხდარ ტერორისტულ აქტს გმობს და დაღუპულთა ოჯახებს თანაუგრძნობს.

როგორც კვირიკაშვილი აღნიშნავს, ტერორიზმი უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს საერთაშორისო საზოგადოების და ჩვენი ქვეყნების მშვიდი განვითარებისთვის და არის სასტიკი დანაშაული.

“მწუხარებას გამოვთქვამ სტამბოლში მომხდარი საზარელი ტერაქტის გამო. გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს და ვუსურვებ გამოჯანმრთელებას დაშავებულებს. ტერორიზმი უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს საერთაშორისო საზოგადოების და ჩვენი ქვეყნების მშვიდი განვითარებისთვის და არის სასტიკი დანაშაული. ვგმობ ტერორიზმისა და ძალადობის ნებისმიერ გამოვლინებას და იმედს გამოვთქვამ, რომ საერთო ძალისხმევით ჩვენ შევაჩერებთ უდიდეს ბოროტებას, რომელიც მსოფლიოს ხალხებს ემუქრება”, – ნათქვამია გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშისოლომონიას ადგილს “ქართუ ჯგუფის” ხელმძღვანელი გიორგი ლილუაშვილი დაიკავებს
შემდეგი სტატიასაგარეო უწყება განცხადებას ვარცელებს