პრემიერ-მინისტრი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) გენერალურ მდივან ლაზარ კომანესკუს შეხვდა.

შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და BSEC-ის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და ორგანიზაციის როლზე შავი ზღვის რეგიონში. განიხილეს შავი ზღვის აუზის ფარგლებში ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები და რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება.

აღინიშნა, რომ BSEC-ი სასარგებლო პლატფორმაა შავი ზღვის ქვეყნებისათვის ეკონომიკური პარტნიორობისა და შიდა რეგიონული თანამშრომლობის გასაძლიერებლად.

განიხილეს საქართველოს, როგორც მნიშვნელოვანი სატრანზიტო დერეფნის როლი, ასევე რეგიონული მნიშვნელობის ენერგეტიკული და სატრანსპორტო პროექტები.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო BSEC-ის თავმჯდომარეობის პერიოდში ხელმძღვანელობს სამ ძირითად მიმართულებას – Covid-19-ის შედეგად დაზარალებული ტურიზმის ინდუსტრიის აღორძინების, ინოვაციური რესურსებისა და ტექნოლოგიების ხელშეწყობისა და განახლებადი ენერგიის წყაროების ხელშეწყობის სფეროებს.

შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო პანდემიით შექმნილ გლობალურ გამოწვევებს და პოზიტიურად შეფასდა საქართველოს მთავრობის ეფექტური რეაგირება პანდემიის უარყოფით შედეგებზე.

banner
წინა სტატიაშიჯანდაცვის მინისტრი: სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხზე, კონსილიუმი დღეს შეიკრიბება
შემდეგი სტატიასერგენკო სააკაშვილზე: როგორც ექიმი მოვუწოდებ, შეწყვიტოს შიმშილობა