პრემიერ-მინისტრი საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ელჩს შეხვდა

გიორგი კვირიკაშვილი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრი გახდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში ნიდერლანდების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, იოს დაუმას უმასპინძლა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ნიდერლანდების სამეფო, ევროკავშირთან ვიზის ლიბერალიზაციის პროცესის წარმატებით განხორციელების კუთხით, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა.

როგორც “თაიმერს” მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, საუბარი ასევე შეეხო ორი ქვეყნის საერთო პრიორიტეტებს და თანამშრომლობას ინოვაციური განვითარების მიმართულებით.

შეხვედრას ნიდერლანდების სამეფოს ელჩის მოადგილე ფლორ ნაუტენ-ელზინგაც დაესწრო.

banner
წინა სტატიაშიბათუმში, ახალგაზრდა ქალი სამშობიაროს ფანჯრიდან გადმოხტა
შემდეგი სტატიაგიგა ნიკოლეიშვილი მერიაში გარკვეულ საკადრო გადაადგილებებს არ გამორიცხავს