პრემიერ-მინისტრი საქართველოში ევროკავშირის ელჩს იანოშ ჰერმანს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, იანოშ ჰერმანს შეხვდა.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერისა და ელჩის საუბრის მთავარი თემები საქართველოს ევროპული ინტეგრაცია, ვიზალიბერალიზაციის პროცესი, ევროკავშირთან პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობა იყო.

საუბრისას ხაზი გაესვა ერთობლივი დიპლომატიური ძალისხმევის როლს ვიზალიბერალიზაციის წარმატებით დასრულების პროცესში. გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო განსაკუთრებულად აფასებს ევროკავშირის მხარდაჭერას. პრემიერმა ევროკავშირის ელჩს ასევე მიაწოდა ინფორმაცია უახლოესი მომავლის გეგმებისა და რეფორმების შესახებ.

„ვისაუბრეთ თანამშრომლობის, მომავალი ვიზიტების, ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ. ასევე, შევეხეთ ზოგიერთ პოლიტიკურ საკითხს და ვიზალიბერალიზაციის პროცესს, რომელიც, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, განსაკუთრებით ევროკომისიის გადაწყვეტილების შემდეგ. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, უშუალოდ მომესმინა პრემიერ-მინისტრისგან, როგორია მისი ხედვები და როგორ წარმოუდგენია მომავალი პერიოდის განვითარება“, – განაცხადა იანოშ ჰერმანმა.

ევროკავშირის ელჩმა შეხვედრისას გიორგი კვირიკაშვილს ასევე, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა.

banner
წინა სტატიაშიგია ჟორჟოლიანი: პრეზიდენტის გამოსვლაზე მთავრობის დასწრების საკითხს დრამატიზება არ სჭირდება
შემდეგი სტატია“კალაძეს არა მარტო თანამდებობას დაატოვებინებენ… არ გამოვრიცხავ, რომ მოკლან”