პრემიერ-მინისტრი : საქართველომ არაერთხელ დაამტკიცა თავისი სიმტკიცე გარე საფრთხეების წინაშე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელის ფორუმში მიიღო მონაწილეობა- ამის შესახებ მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ “Twitter”-ში წერს. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველომ, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების და მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის გზით, არაერთხელ დაამტკიცა თავისი სიმტკიცე გარე საფრთხეების წინაშე.

“მონაწილეობა მივიღე ბრიუსელის ფორუმში. საქართველომ, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების და მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის გზით, არაერთხელ დაამტკიცა თავისი სიმტკიცე გარე საფრთხეების წინაშე. ნატოს ოჯახში შესასვლელად მომზადების ფარგლებში ჩვენ მზად ვართ, კიდევ უფრო გავაღრმავოთ თანამშროლობა ალიანსთან და მის პარტნიორებთან”,-წერს ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ “Twitter”-ში.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი: მზად ვართ, კიდევ უფრო გავაღრმავოთ თანამშრომლობა ნატოსთან, რადგან ჩვენ ალიანსის წევრობისთვის ვემზადებით
შემდეგი სტატია“მეუფე სპირიდონი გადააყენეს!”- რას წერს მამა მირიან მესხაძე