პრემიერ-მინისტრი რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებს და მუნიციპალიტეტების მერებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებს და მუნიციპალიტეტების მერებს შეხვდა. მთავრობის მეთაურმა განხორციელებულ საკადრო ცვლილებებზე ისაუბრა და სახელმწიფო რწმუნებულებს და მუნიციპალიტეტების მერებს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ნიკოლოზ ტყემალაძე და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე წარუდგინა.

შეხვედრაზე რეგიონებში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს და ცალკეულ მუნიციპალიტეტებში არსებულ საჭიროებებზე იმსჯელეს. პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო რწმუნებულებს და მუნიციპალიტეტების მერებს მიმდინარე და განსახორციელებელი პროექტების მიმართულებით სრული მხარდაჭერა აღუთქვა.

გუბერნატორებმა და მერებმა მთავრობის მეთაურისგან კონკრეტული დავალებები მიიღეს.

banner
წინა სტატიაშისემეკთან არსებული ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი სკოლის მოსწავლეებისათვის ახალი პროექტის – „ელექტროენერგიის გზა დაბადებიდან ჩვენამდე“ განხორციელებას იწყებს
შემდეგი სტატიაანდრიუს კუბილიუსი – საკმარისი ხელმოწერები არ იყო რეზოლუციისთვის, იძულებული ვიყავით, გვეთქვა, რომ ფორმალურად არ შეგვიძლია ამ ტექსტის „ევრონესტის“ ასამბლეაზე გატანა