პრემიერ-მინისტრი პაკისტანში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო, მწუხარებას გამოთქვამს

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პაკისტანში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო, მწუხარებას გამოთქვამს.

„დიდ მწუხარებას გამოვთქვამ პაკისტანში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო, რომელსაც ათეულობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მთელი გულით თანავუგრძნობ დაღუპულთა ოჯახებს, პაკისტანელ ხალხსა და მთავრობას მომხდარის გამო. გამძლეობას ვუსურვებ მათ ამ მძიმე წუთებში“, – აცხადებს პრემიერ-მინისტრი.

პაკისტანის საერთაშორისო ავიახაზების თვითმფრინავი, რომელშიც 47 მგზავრი იმყოფებოდა, აბოტაბადთან ახლოს ჩამოვარდა.

უცხოური მედიის ინფორმაციით, თვითმფრინავი რეისს ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ჩიტრალიდან ისლამაბადის მიმართულებით ასრულებდა.

banner
წინა სტატიაშიპრემიერი დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდა
შემდეგი სტატიარატომ დაამტკიცა ახმეტის საკრებულომ მეტროსადგურების სახელდების წესი?