პრემიერ-მინისტრი ოპოზიციაზე – ჩვენ კარგად გვესმის, რომ მათი რეალური მიზანი არ არის ევროპული გზა ჩვენი ქვეყნის. ერთადერთი რაც მათ ამოძრავებთ არის ხელისუფლებაში ძალადობრივი გზით დაბრუნება

ჩვენ კარგად გვესმის, რომ მათი რეალური მიზანი არ არის ევროპული გზა ჩვენი ქვეყნის. ერთადერთი რაც მათ ამოძრავებთ არის ხელისუფლებაში ძალადობრივი გზით დაბრუნება – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მესტიაში, ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ოპოზიცია ნაცვლად პოლარიზაციის დასრულებისა, ყოველ დღე ხელს უწყობს პოლარიზების გაღვივებას.

“ჩვენი რადიკალური ოპოზიციის ხელწერა არის ცნობილი ყველასთვის. ჩვენი საჯარო შეთავაზების მიუხედავად, ჩვენს მიერ გადადგმული ძალიან ბევრი კონსტრუქციული ნაბიჯის მიუხედავად, თქვენ ნახეთ და ყველანი გავხდით მომსწრე იმისა, რომ რადიკალური ოპოზიცია არ თანამშრომლობს ხელისუფლებასთან, მათი სურვილი არ არის, რა თქმა უნდა არც კანდიდატის სტატუსის მიღება, აქვე მინდა ყველას შევახსენო, რომ სწორედ მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს 3 წლის დაგვიანებით იქნა დაწყებული ასოცირების შეთანხმების პროცესი, უვიზო რეჟიმის თაობაზე მოლაპარაკებები, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები. შესაბამისად, რა თქმა უნდა ჩვენ კარგად გვესმის, რომ მათი რეალური მიზანი არ არის ევროპული გზა ჩვენი ქვეყნის. ერთადერთი რაც მათ ამოძრავებთ არის ხელისუფლებაში ძალადობრივი გზით დაბრუნება, რაც რა თქმა უნდა ასევე დასრულდა ფიასკოთი და ყოველთვის დასრულდება, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ძლიერი ხელისუფლება, ჩვენ არ დავუშვებთ არავის პროვოკაციას და არავის არ მივცემთ საშუალებას, რომ ქვეყანაში რაღაც არეულობა შემოიტანოს. თუ მათ სურთ რეალურად თანამშრომლობა გონივრული და ასე ვთქვათ პრაგმატული ამ პოლიტიკის გათვალისწინებით და კონსტრუქციულ რეჟიმში უნდათ დიალოგის გამართვა ჩვენ ამისთვის მზად ვართ. მაგრამ ჩვენ ვნახეთ, რომ ნაცვლად პოლარიზაციის დასრულებისა, ისინი ყოველ დღე ხელს უწყობენ პოლარიზების გაღვივებას ამის მიუხედავად, ჩვენი გუნდი, მმართველი გუნდი, მოგეხსენებათ პარლამენტში აბსოლუტურად გამჭვირვალე პროცესები მიმდინარეობს, სამუშაო ჯგუფები არის შექმნილი, მუშაობა დაწყებულია, ჩვენი მხრიდან რაც არის ჩვენზე დამოკიდებული მაქსიმუმს გავაკეთებთ უმოკლეს ვადებში იმისთვის რომ ჩვენზე არავითარი კითხვა არ დარჩეს არც ერთ ჩვენს ევროპელ თუ ამერიკელ მეგობარს,” – განაცხადა პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი- რამდენიმე დღის წინ ბიძინა ივანიშვილმა თავის წერილში ძალიან ნათლად, მკაფიოდ ახსნა თავისი ხედვა, მოტივაცია და პირადი საქმე, საზოგადოებას სრული ინფორმაცია აქვს ამ საკითხზე
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – მე როგორც პრემიერ-მინისტრი დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ამერიკასთან და ევროპასთან ურთიერთობების გაძლიერებას