პრემიერ-მინისტრი მთავრობის სხდომას პრეზიდენტის პირადი მიმართვის შემთხვევაში მოიწვევს

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური მიმართვის შემთხვევაში, პრემიერ-მინისტრი მზად იქნება მთავრობის სხდომა დანიშნოს, რომელსაც გიორგი მარგველაშვილი დაესწრება.

ამის შესახებ განცხადება, მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ნათია მიქელაძემ გააკეთა. მიქელაძის ინფორმაციით, პრემიერი მზადაა, მინისტრთა კაბინეტის სხდომა მოიწვიოს, თუ მთავრობას პირადად პრეზიდენტი მიმართავს და არა მისი საპარლამენტო მდივანი.

მისი განმარტებით, მთავრობის ადმინისტრაციაში პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა ნაცვლიშვილის მიერ იქნა წერილი გაგზავნილი, რაც კანონმდებლობით დადგენილ წესს არ შეესაბამება.

იმ შემთხვევაში კი თუ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იქნება პრეზიდენტის მიერ წინადადება წარდგენილი, რომ ცალკეული საკითხი განხილული იქნას საქართველოს მთავრობის სხდომაზე, მთავრობა მოთხოვნას განიხილავს და მის შესრულებას უზრუნველყოფს.

banner
წინა სტატიაში“ვინც მუშაობენ და ჯერ არ დახურულან შემოიტანონ რეკლამა ტელეკომპანია „იბერიაში“ – ნატო ჩხეიძის მიმართვა ბიზნესმენებს
შემდეგი სტატიაქერჩში აფეთქებას 18 ადამიანი ემსხვერპლა