პრემიერ-მინისტრი მედიას მიმართავს

საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მედიის წარმომადგენლებს თხოვნით მიმართავს, მთავრობის სხდომაზე გაჟღერებული სიახლეების შესახებ ინფორმაცია, მოსახლეობას მოაწოდოს.

პრემიერის თქმით, მთავრობისთვის მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობამ იცოდეს, რა სიახლეებია ქვეყანაში.

“მედიასაშუალებებს მინდა თხოვნით მივმართო, რომ ეს ინფორმაცია მიაწოდოთ მოსახლეობას, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ანგარიშს ვაბარებთ მოსახლეობას და გთხოვთ გაითვალისწინოთ ეს ყველაფერი”, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა მედიისთვის აღნიშნული მიმართვა მას შემდეგ გააკეთა, რაც მთავრობის სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ ისაუბრა.

“2012 წელს ბიუჯეტი დაახლოებით 8 მილიარდი ლარი იყო, ახლა კი 2 მილიარდი ლარით არის გაზრდილი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სოციალური ხარჯები მნიშვნელოვნად გაზრდილია. ადამიანებზე ზრუნვა, მათ შორის ჯანდაცვის პროგრამა, რომელზეც ჩვენი ოპონენტები ამბობენ, რომ რატომღაც უვარგისი პროგრამაა. ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვა თურმე სახელმწიფოს პტიორიტეტი არ უნდა იყოს”,- აღნიშნა ნოდარ ხადურმა, რაზეც პრემიერმა მცირე რეპლიკით უპასუხა

“ისე როგორც ყოველთვის ამას ჩვენს შორის ვლაპარაკობთ, მედია ტყუილად დგას მგონი”, – აღნიშნა პრემიერმა.

banner
წინა სტატიაში„ყველა დაპირება არის ტყუილი. მთავარია, ეკონომიკური ზრდა, რაც არ შეიმჩნევა“
შემდეგი სტატია„საქართველო ევროპული არჩევანისთვის იქნა დასჯილი თავისი ჩრდილოელი მეზობლის მიერ“