პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ტყიბულში მეშახტეებს ხვდება

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ტყიბულში მეშახტეებს ხვდება. კომპანია „საქნახშირის“ ადმინისტრაციის შენობაში შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.

შეხვედრაში მონაწილეობას მხარის გუბერნატორი შავლეგო ტაბატაძე, რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ელგუჯა გოცირიძე და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული მართვის მიმართულების ხელმძღვანელი სოზარ სუბარი მონაწილეობენ.

საუბარი შახტებში მადნეულის მოპოვების აღდგენასა და შრომის უსაფრთხოების პირობებს შეეხება.

შეგახსენებთ, შახტებში მუშაობა ხელისუფლების გადაწყვეტილებით მიმდინარე წლის 16 ივლისს შეწყდა. მას შემდეგ, რაც მინდელის სახელობის შახტში მომხდარ უბედურ შემთხვევას ოთხი მეშახტის სიცოცხლე ემსხვერპლა ექვსი კი, მძიმედ დაშავდა.

banner
წინა სტატიაში,,რუმინელი პარლამენტარის ბიოგრაფია მოვიძიე და მას რომ ჩემზე კარგი ეთქვა, ვიფიქრებდი, რომ ცუდად მაქვს საქმე”
შემდეგი სტატიამირზა სუბელიანის სასამართლო სხდომა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაიდო