პრემიერ-მინისტრი ყატარელ ინვესტორებს შეხვდა

ყატარის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია Alfardan Group-ი საქართველოში ინვესტირებით დაინტერესდა. ამის შესახებ კომპანიის პრეზიდენტმა და მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა ომარ ჰუსეინ ალფარდანმა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადა.

Alfardan Group-ის ძირითადი ინტერესის სფეროს საქართველოში ტურიზმი და ინდუსტრიული ზონა წარმოადგენს.

შეხვედრისას ისაუბრეს ცალკეულ საინვესტიციო პროექტებზე, რომლებიც, შესაძლოა, Alfardan Group-მა განახორციელოს.

კომპანიის პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ საქართველო მათთვის მნიშვნელოვანი საინვესტიციო მიმართულებაა და კონკრეტულ პროექტებთან დაკავშირებით, ქართულ მხარესთან მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტის არჩევის წესი შინაარსობრივად აცდენილია სამართლიანი არჩევნების ძირითად ფუნდამენტურ პრინციპებს – მარგველაშვილი
შემდეგი სტატია“წარმატებებს ვუსურვებ… მაინცდამაინც დიდი მოლოდინი არ მაქვს”- კობახიძე უსუფაშილის პოლიტიკაში დაბრუნებაზე