პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მსახიობ ტრისტან სარალიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ქართული კინოსა და თეატრის მსახიობის ტრისტან სარალიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

მთავრობის მეთაური მსახიობის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს თანაგრძნობას უცხადებს.

„მწუხარებას გამოვთქვამ ქართული კინოსა და თეატრის მსახიობის ტრისტან სარალიძის გარდაცვალების გამო. ტრისტან სარალიძემ, ნიჭითა და სამსახიობო ოსტატობით საყოველთაო სიყვარულის მოპოვება შეძლო. თანავუგრძნობ ტრისტან სარალიძის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს“, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის სამძიმარში.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ დაუშვილმა უმძიმესი განცხადება გააკეთა – ოხანაშვილი
შემდეგი სტატიაპარლამენტში მხოლოდ ტელემედიის ჟურნალისტებს უშვებენ