პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა

ორ ქვეყანას შორის სატრანსპორტო-ლოგისტიკურ სფეროში თანამშრომლობის მიმართულებით არსებული პოტენციალი და სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის გააქტიურების მნიშვნელობა იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და უზბეკეთის პრეზიდენტის შავკატ მირზიოევის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები.

პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტს გულთბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და მისთვის ხელსაყრელ დროს საქართველოში მიიწვია.

მთავრობის მეთაურის თქმით, მჭიდრო პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო უზბეკეთს არა მხოლოდ მნიშვნელოვან და სანდო პარტნიორად, არამედ მეგობრადაც განიხილავს.

საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის ეკონომიკისა და სხვადასხვა სფეროში არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას და ხაზი გაესვა ორმხრივი ვაჭრობის ბრუნვის პოზიტიურ დინამიკას. გამოითქვა არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მზაობა. ირაკლი ღარიბაშვილმა შავკატ მირზიოევს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტაშკენტში, შოთა რუსთაველის სახელობის სკვერის გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – ორმხრივი ურთიერთობების ზრდის დადებითი დინამიკის უზრუნველყოფის იდეის ერთგულნი ვართ და უზბეკეთის რესპუბლიკისთვის ბევრი რამის შეთავაზება შეგვიძლია