პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მრავალფუნქციურ ყინულის კომპლექს Humo Arena-ზე იმყოფებოდა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უზბეკეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციასთან ერთად მრავალფუნქციურ ყინულის კომპლექს Humo Arena-ზე იმყოფებოდა.

მთავრობის მეთაურს ყინულის კომპლექსის შესახებ ინფორმაცია უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა აბდულა არიპოვმა მიაწოდა.

მრავალფუნქციური ყინულის კომპლექსი Humo Arena 8.77 ჰა მიწის ფართობზეა განთავსებული და 12 500 ადამიანზეა გათვლილი.
არენა ტაშკენტში ოფიციალური ღონისძიებების, კონკურსების, გამოფენებისა და კონცერტების გასამართად არის განკუთვნილი და აგებულია “ტრანსფორმატორის” პრინციპით, რაც შესაძლებელს ხდის, ტერიტორია ძალიან მოკლე დროში სხვადასხვა ტიპის ღონისძიების გასამართად მოეწყოს.
ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად ტაშკენტის მერიაშიც იმყოფებოდა, სადაც სიტუაციური ცენტრი დაათვალიერ

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი-უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შემდგომი გაფართოების შესაძლებლობებს განვიხილავთ
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტაშკენტში, შოთა რუსთაველის სახელობის სკვერის გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა