პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მის უდიდებულესობას კატარის ემირს შეიხ თამიმ ბინ ჰამად ბინ ხალიფა ალ-თანის შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კატარში მაღალი დონის ეკონომიკურ ფორუმს ესწრება.

ვიზიტის ფარგლებში პრემიერი კატარის ემირს შეიხ თამიმ ბინ ჰამად ბინ ხალიფა ალ-თანის შეხვდა.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული დიპლომატიური და ეკონომიკური ურთიერთთანამშრომლობა განიხილეს, კერძოდ, საქართველოს კატარის სახელმწიფოსთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება, რაც ეკონომიკური დიპლომატიის დღის წესრიგის უმთავრესი პრიორიტეტია.

მთავრობის მეთაურის თქმით, ბოლო წლებში ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის, მნიშვნელოვანი ვიზიტები განხორციელდა სხვადასხვა მიმართულებით, რაც დადებითად აისახა საქართველოსა და კატარის სახელმწიფოების კიდევ უფრო დაახლოებასა და თანამშრომლობის გაღრმავებაზე.

მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს არსებული მჭიდრო და მეგობრული კავშირების განვითარებაზე ყველა მიმართულებით, მათ შორის პოლიტიკური, ვაჭრობისა და ეკონომიკის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, განათლების, კულტურის და სხვა.

პრემიერ – მინისტრმა მადლობა გადაუხადა კატარის ემირს ფორუმზე მიპატიჟებისთვის და საქართველოში მიიწვია.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი – 2008 წელს მსოფლიოში არავინ დაუთმო საკმარისი ყურადღება იმ ფაქტს, რომ სუვერენული ერი, დამოუკიდებელი ქვეყანა, საქართველო გახდა რუსეთის შემოჭრის მსხვერპლი, რუსეთმა მოახდინა მეზობელი ქვეყნის 20 პროცენტის ოკუპაცია და ამას რეაქცია არ მოჰყოლია, მსოფლიოს ამაზე ადეკვატური, სწორი რეაქცია არ ჰქონია
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი კატარში ვიზიტის ფარგლებში კატარის პრემიერ-მინისტრს და შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა