პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მეუღლესთან ერთად რეჟისორ თემურ ჩხეიძის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მეუღლესთან ერთად ქართველი რეჟისორის, თემურ ჩხეიძის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა.

მთავრობის მეთაურმა გარდაცვლილის ოჯახს, კოლეგებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა.

თემურ ჩხეიძე წლების განმავლობაში იყო დაკავებული წარმატებული სარეჟისორო საქმიანობით, მოღვაწეობდა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ცნობილ რეჟისორს დადგმული აქვს 80-მდე დრამატული, საოპერო და სატელევიზიო სპექტაკლი და მიღებული აქვს არაერთი მნიშვნელოვანი პრემია და ჯილდო. აღსანიშნავია, რომ რეჟისორი საგანმანათლებლო საქმიანობითაც იყო დაკავებული.

banner
წინა სტატიაშიმდინარაძე ნიკა გვარამიაზე – თუ 7 მილიონამდე ზიანის მიმყენებელი ადამიანის შეწყალებაზე უნდა ვილაპარაკოთ, ბევრი ადამიანია, ვინც 10-20 და 30 ათასისთვის ციხეშია, მაშინ მათ შეწყალებაზეც ვისაუბროთ
შემდეგი სტატიარუსლან აბაშიძის გამოხმაურება გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის ფარგლებში მიღებულ საქართველოს მხარდამჭერ რეზოლუციასთან დაკავშირებით