პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხორვატიის პრემიერ-მინისტრ ანდრეი პლენკოვიჩს შეხვდა

დავოსში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხორვატიის პრემიერ-მინისტრ ანდრეი პლენკოვიჩთან გამართა შეხვედრა.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

ირაკლი ღარიბაშვილმა ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს მიერ წარდგენილი განაცხადის მნიშვნელობას. პრემიერის თქმით, ევროინტეგრაცია ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანია და ამ პროცესში პარტნიორების მტკიცე მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია.

ირაკლი ღარიბაშვილმა ხორვატ კოლეგას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. თავის მხრივ, ხორვატიის პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოსა და ხორვატიას ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების დიდი პოტენციალი აქვთ და ხაზი გაესვა აღნიშნული პოტენციალის ათვისების კუთხით შესაბამისი ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობას.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედას შეხვდა
შემდეგი სტატიაუკრაინას დონბასისთვის გადამწყვეტი ბრძოლის ძალიან რთული თვე ელის – უკრაინის შსს