პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს ბორის ჯონსონს შეხვდა

საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და ორ ქვეყანას შორის მჭიდრო მეგობრული ურთიერთობები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები. ირაკლი ღარიბაშვილი ბორის ჯონსონს მადრიდში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდება დემოკრატიზაციისა და რეფორმების კვალდაკვალ.
შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა მიმართულებით არსებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე და აღინიშნა, რომ სტრატეგიული დიალოგის ფორმატმა და არაერთი მიმართულებით თანამშრომლობამ ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადაიყვანა. ირაკლი ღარიბაშვილმა ბორის ჯონსონი მისთვის ხელსაყრელ დროს საქართველოში მიიწვია.

banner
წინა სტატიაშინატო-ს 2022 წლის სტრატეგიული კონცეფცია – ვადასტურებთ გადაწყვეტილებას, რომელიც მივიღეთ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე და ყველა შემდგომ გადაწყვეტილებას საქართველოსა და უკრაინის მიმართ
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევ მხარდაჭერასა და საქართველოს სახელმწიფო უწყებების გაძლიერებას მოიცავს