პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით შვეიცარიაში გაემგზავრა, სადაც დავოსში, ყოველწლიურ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას.
დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილის ორმხრივი, მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან და მსხვილი საერთაშორისო კომპანიების დამფუძნებლებთან.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა შესაბამის პანელურ დისკუსიებზე.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი იმყოფებიან.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი – მე პირადად ვთქვი, რომ არ დავუშვებთ არცერთი სანქცირებული ინდივიდისა თუ კომპანიის ოპერირებას საქართველოში, იმისთვის, რომ მათ გამოიყენონ ჩვენი ტერიტორია სანქციების გვერდის ავლისთვის; ფაქტების გარეშე, ნებისმიერი ცილისწამება, ბრალდება არის უპასუხისმგებლო პროპაგანდა
შემდეგი სტატიადროა, უკრაინასთან კეთილმეზობლობის შესახებ ახალი ხელშეკრულება დაიდოს – პოლონეთის პრეზიდენტი