პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ავსტრიის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტს ვოლფგანგ სობოტკას შეხვდა

ავსტრიისა და საქართველოს პარლამენტებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებისთვის მზადყოფნა და ორ ქვეყანას შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში ურთიერთობის გაღრმავება იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და ავსტრიის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტის ვოლფგანგ სობოტკას შეხვედრის ძირითადი განსახილველი საკითხები, რომელიც პრემიერ-მინისტრის ავსტრიის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

ხაზი გაესვა, რომ ავსტრია და საქართველო საპარლამენტო დემოკრატიები არიან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის თანამშრომლობის გაღმავებისთვის. აღინიშნა საქართველო-ავსტრიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფები და იმედი გამოითქვა, რომ ჯგუფის წევრების მჭიდრო თანამშრომლობა და ორმხრივი ვიზიტები დადებით გავლენას იქონიებს საკანონმდებლო ორგანოების სამომავლო ურთიერთობაზე.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების საკითხს. პრემიერ-მინისტრის თქმით, ქვეყნისთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება წლების განმავლობაში მიღწეული პროგრესის, ინტეგრაციის მაღალი დონის აღიარებაა. ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსის მონიჭებისთვის ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებას აქტიურად აგრძელებს.

შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებსა და ომის გავლენას რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე.

პრემიერ-მინისტრმა ავსტრიის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი – საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერისთვის ავსტრიის მადლობელი ვარ
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – ავსტრიასა და საქართველოს მთავრობებს შორის თანამშრომლობის და ურთიერთობების გაძლიერება დიდ წვლილს შეიტანს და გააძლიერებს ჩვენი ქვეყნების პარლამენტებს