პრემიერ-მინისტრი გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში საქართველოს პოზიციების გაუმჯობესებას მიესალმება

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ განხორციელებული 2016-2017 წლების „გლობალური კონკურენტუნარიანობის კვლევის“ შედეგებით, საქართველოს კონკურენტუნარიანობის ინდექსი, წინა წელთან შედარებით, გაუმჯობესებულია 7 პოზიციით და,საქართველო, 138 ქვეყანას შორის, 59-ე ადგილზეა, – პროგრესს ინდექსში, რომელიცქვეყნის ეკონომიკურ კონკურენტუნარიანობასყველაზე კომპლექსურად ასახავს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიესალმება.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, 2015-2016 წლების ანგარიშით საქართველო 66 ადგილზე იყო,ხოლო 2011-2012 წლის მონაცემებთან შედარებით, როდესაც ქვეყანა 88-ე ადგილს იკავებდა, შედეგი 29 პოზიციით გაუმჯობესდა.

კვლევის თანახმად, საქართველო უსწრებსბევრ ქვეყანას, მათ შორის – რუმინეთს, უნგრეთს, ხორვატიას, უკრაინას, მოლდოვას და სხვებს.

„კვლევის თანახმად, საქართველოს პოზიციები გაუმჯობესდა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა, ეკონომიკური, სოციალური და ბიზნეს კომპონენტები, მაკროეკონომიკური გარემო, ჯანდაცვა და პირველადი განათლება, საქონლის ბაზრის ეფექტიანობა, ფინანსური ბაზრის განვითარება, ტექნოლოგიური მზაობა, ბიზნესის დივერსიფიკაცია და ინოვაცია. ქვეყნის ეკონომიკური კონკურენტუნარიანობა გაუმჯობესებულია მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი, ფუნდამენტური კრიტერიუმების მიხედვით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის საერთაშორისო საინვესტიციო იმიჯისა და ჩვენი ქვეყნის მეწარმეებისთვის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და აღნიშნა, რომ მთავრობა, ამ მიმართულებით მუშაობას განაგრძობს.

banner
წინა სტატიაშითამაზ მეჭიაური მაჟორიტარობის კანდიდატად კენჭს აღარ იყრის
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი: ანაკლიის პორტი სამ წელიწადში დაიწყებს ფუნქციონირებას