პრემიერ-მინისტრი: ღარიბაშვილი – ადამიანი როდესაც შიმშილობას აცხადებს, ნახევარ კილოგრამ თაფლს არ უნდა ჭამდეს

„ფაქტი არის შემდეგი, რომ პატიმარი სააკაშვილი დღეს არის ციხეში. მე ჩემს განცხადებაში ყველაფერი ვთქვი, ყველაფერი განვმარტე. ამას გარდა, დამატებით ინფორმაციას კვლავაც მიიღებს საზოგადოება. ჩვენ შედეგზე ვილაპარაკოთ. ადამიანი შემოიპარა ქურდულად, მანაც ახალი დანაშაული ჩაიდინა. სიტუაცია იყო აბსოლუტურად კონტროლის ქვეშ. ბინის კარი, სადაც სააკაშვილი იმყოფებოდა, იმალებოდა, ჩვენმა პოლიციელებმა ამ ბინის გასაღებით გააღეს. ასე რომ, აბსოლუტურად უხმაუროდ, ყოველგვარი გართულებების გარეშე დააკავეს და მოათავსეს ციხეში.

ჩვენი საზოგადოებისთვის რომ გავაკეთოთ განმარტება, ამ ინფორმაციას გიზიარებთ სრული პასუხისმგებლობით, რომ ეს ცირკი და შოუ, რაც ვიხილეთ ჩვენ და რაც მიმდინარეობს ამ დღეების განმავლობაში, რა თქმა უნდა, ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ერთ მიზანს – ეს არის პირადად პატიმარი სააკაშვილის დავალება, რომ იციან რა, მეორე ტურებშიც ყველგან დამარცხდებიან, მეორე ტურამდე რაიმენაირად რაიმე ტემპერატურა აწიონ და საზოგადოებას მოაჩვენონ, თითქოს პატიმარი სააკაშვილი არის მძიმედ ავად. მე არ ვამბობ ამას, ამას ამბობს შესაბამისი სამსახური, რომელმაც გუშინ გაავრცელა განცხადება, რომ ყოველღიურად, დღეში რამდენჯერმე მას, მის ჯანმრთელობის მდგომარეობას აკვირდებიან კვალიფიციური ექიმები. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამასთან, როდესაც ადამიანი აცხადებს, რომ შიმშილობს, ნახევარ კილოგრამ თაფლს არ უნდა ჭამდეს. ამასაც სრული პასუხისმგებლობით გიცხადებთ. შესაბამისმა სამსახურმა ინფორმაცია გაავრცელა, მან პირადად იყიდა თავისი საკრედიტო ბარათით 7 კოლოფი თაფლი, მიიღო ნახევარი კოლოგრამი თაფლი. აქედან გამომდინარე, შეეშვით ამ ტყუილებს და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიბათუმში, კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულების ახლობლებს პრემიერ-მინისტრმა და მთავრობის წევრებმა მიუსამძიმრეს
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი – 1-ელი ოქტომბერი არის ქართველი წმინდანის, ბიძინა ჩოლოყაშვილის ხსენების დღე და “ბიძინობა” სწორედ ამ კონტექსტში ვახსენე