პრემიერ-მინისტრი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების რიგით მესამე სამიტის გახსნის ღონისძიებას დაესწრო

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ესპანეთის ქალაქ გრანადაში იმყოფება, სადაც ევროპის პოლიტიკური გაერთიანების რიგით მესამე სამიტში მონაწილეობს.

ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების (EPC) პლენარული სესიის გახსნის ღონისძიებას დაესწრო.

სამიტის პლენარული სესია გახსნა ესპანეთის სამეფოს პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა. მან ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მონაწილე სახელმწიფოების ლიდერებს სიტყვით მიმართა.

რიგით მესამე სამიტს 47 ევროპული ქვეყნის ლიდერი და ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუტის ხელმძღვანელები ესწრებიან.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრეზიდენტად წოდებული სალომე ზურაბიშვილი წითელ ზღვარს კვეთს და ამ დროს რა ნდობაზეა საუბარი, მთავრობასა და პრეზიდენტს შორის ნდობა არ არსებობს – კობახიძე
შემდეგი სტატიაThe Times: რუსეთი საქართველოს ოკუპირებულ აფხაზეთში საზღვაო ბაზას გახსნის