პრემიერ-მინისტრი ენგურის ხიდზე იმყოფება

საქართველოს პრემიერი და შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური საზღვრისპირა სოფელ რუხში მდებარე ქართული საგუშაგოს წარმომადგენლებს ხვდებიან და ენგურის ცენტრალურ ხიდზე არსებულ ვითარებას ადგილზე ეცნობიან.

გიორგი გახარია განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზაზე შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურთან, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრ ქეთევან ციხელაშვილთან, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ხოჯევანიშვილთან და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორ, ალექსანდრე მოწერელიასთან ერთად იმყოფებოდა.

აფხაზეთში საგანგებო მდგომარეობა და კარანტინი 25 მარტიდან გამოცხადდა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია – ყველაფერს გავაკეთებთ, რათა დავიცვათ საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა
შემდეგი სტატიააშშ საქართველოს გადასცემს $1.1 მილიონ დოლარს ჯანდაცვის სფეროს დასახმარებლად