პრემიერ-მინისტრი დღეს 6 რეგიონში ახალ გუბერნატორებს წარადგენს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ახალ გუბერნატორებს 6 რეგიონში დღეს წარადგენს. გუბერნატორების წარდგენა მთავრობის ადმინისტრაციაში 11:00 საათზე გაიმართება.

5 რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული თანამდებობიდან გასულ თვეში გაათავისუფლეს. კერძოდ, თანამდებობიდან გათავისუფლდნენ: შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, ქვემო ქართლის და სამცხე- ჯავახეთის გუბერნატორები. გუბერნატორი არ ჰყავს ასევე იმერეთსაც, მას შემდეგ, რაც გივი ჭიჭინაძე შუალედურ არჩევნებში პარლამენტის დეპუტატი გახდა.

banner
წინა სტატიაშიშსს – გმირთა მოედანი-თამარაშვილის მიმართულებით, მდინარე ვერეს ხეობაში ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
შემდეგი სტატიაელისო კილაძე: თმის ღერი არ ჩამოუვარდეს ჩემს შვილს !