პრემიერ-მინისტრი – დარწმუნებული ვარ, არჩევნების დღე აბსოლუტურად მშვიდობიანად ჩაივლის

გიორგი კვირიკაშვილი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრი გახდა

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დარწმუნებულია, რომ არჩევნების დღე აბსოლუტურად მშვიდობიანად ჩაივლის. მთავრობის მეთაური დარწმუნებულია, რომ მოსახლეობა აფასებს იმ ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯებს, რომლებიც უკანასკნელი წლების განმავლობაში გადაიდგა საქართველოში დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობის პროცესში.

„ჩვენმა მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი ყოფილიყო თანაბარი წინასაარჩევნო გარემო, რომელიც იყო მართლაც უპრეცედენტო და ეს იყოს აღნიშნული ყველა ჩვენი მეგობრის მიერ. თუ არ ჩავთვლით იმ ძალიან სამწუხარო ფაქტს, რომელიც მოხდა რამდენიმე დღის წინ. მე დარწმუნებული ვარ, რომ გამოძიება მიმდინარეობს და დამნაშავეები კანონის წინაშე აგებენ პასუხს უმკაცრესად, ვინაიდან ეს იყო ნამდვილად სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. დარწმუნებული ვარ, რომ 8 ოქტომბერი იქნება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღე ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში. ჩვენი მოქალაქეები გამოხატავენ თავისუფალ ნებას, რა თქმა უნდა, დაუჭერენ მხარს საქართველოს ნათელ, ევროპულ მომავალს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს დღე ჩაივლის აბსოლუტურად მშვიდობიანად და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჩვენს თანამოქალაქეებს, რომ აუცილებლად გამოიყენონ ეს დღე, რათა ჩვენ ყველამ ერთად ავიღოთ პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი : შსს-ს როლი არის უმნიშვნელოვანესი, რათა უზრუნველყოფილი იქნას წესრიგი და თავისუფალი არჩევნებისთვის საჭირო გარემო
შემდეგი სტატიაუჩა ნანუაშვილი : შეიმჩნევა საკმაოდ დაძაბული ვითარება