პრემიერ-მინისტრი და ჯანდაცვის მინისტრი სოფელ რუხის მრავალპროფილურ საავადმყოფოში იმყოფებიან

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ზუგდიდის მუნიციპალიტეტ საზღვრიპირა სოფელ რუხის მრავალპროფილურ საავადმყოფოს ათვალიერებენ,სადაც საკარანტონო ზონა მოეწყობა. პრემიერთან დახურულ შეხვედრაზე ადგილობრივი ჯანდაცვის წარმომადგენლები იმყოფებიან.
„სახელმწიფო, სხვებთან ერთად, ზუგდიდელებზეც ზრუნავს და ეს ზრუნვა, პირბადეების გარდა, გამოიხატება იმაში, რომ რამდენიმე დღეა, მიმდინარეობს რუხის საავადმყოფოს მობილიზაცია”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გუშინ განაცხადა.

ამ ეტაპზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში – ანაკლიაში სამი და მესტიაში ორი საკარანტინე სივრცეა მოწყობილი.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტრომ კახეთში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია 1 პირი
შემდეგი სტატიაპაატა იმნაძის სკანადალური განცხადება ტვ “პირველის” ეთერში