პრემიერ-მინისტრი ბულგარეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, დესისლავა ივანოვას შეხვდა, რომელიც საქართველოში დიპლომატიურ მისიას ასრულებს.

შეხვედრაზე, ხაზი გაესვა ორი ქვეყნის ნაყოფიერ თანამშრომლობას არაერთი მიმართულებით. განსაკუთრებით აღინიშნა შავი ზღვის პოტენციალის გამოყენების მნიშვნელობა, განსაკუთრებით პოსტპანდემიურ პერიოდში და ამ პროცესში, რეგიონული თანამშრომლობის აუცილებლობა.

შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა COVID-19-ის პანდემიის პერიოდში ბულგარეთის მხარდაჭერაზე, რაც საქართველოს ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარა.

დიპლომატმა პრემიერ-მინისტრს კიდევ ერთხელ დაუდასტურა ბულგარეთის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი.

ირაკლი ღარიბაშვილმა ელჩს საქართველოსა და ბულგარეთს შორის არსებული პარტნიორობის განვითარების ხელშეწყობისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშისერბეთი ჩინური “სინოფარმის” წარმოებას დაიწყებს
შემდეგი სტატიაგამყრელიძე ლექსო ლაშქარავას საქმეზე: ეს ჩვენი, ყველას საერთო პასუხისმგებლობაა – დაწყებული მთავრობით და დამთავრებული საზოგადოებით