პრემიერ-მინისტრი „ავღანეთის ვეტერანთა საქართველოს კავშირის“ წევრებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი „ავღანეთის ვეტერანთა საქართველოს კავშირის“ წევრებს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე, კავშირის თავმჯდომარე ნუგზარ კახნიაურმა და კავშირის ვეტერანებმა, მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრეს და მთავრობასთან აქტიური კომუნიკაციის გაგრძელების იმედი გამოთქვეს.

როგორც “თაიმერს” მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ დღეს 27 წელი გავიდა 1989 წლის 15 თებერვლიდან, თარიღიდან, როდესაც, ათწლიანი ინტერვენციის შემდეგ, საბჭოთა ჯარის ნაწილებმა ავღანეთი დატოვეს. ე.წ ინტერნაციონალური მისის შესრულებისას 14 ათასამდე საბჭოთა ჯარისკაცი დაიღუპა.

banner
წინა სტატიაში,,მოარული ხმები, რომ სახელმწიფო მოქალაქეების ინტერესების საწინააღმდეგო რამეს გეგმავს, არის სიცრუე”
შემდეგი სტატია„ოჯახში ძალადობა არაა ის, რაც საქართველოს კულტურას და მის ტრადიციებს უნდა ახასიათებდეს“