პრემიერ-მინისტრი აშშ-ს მთავრობას საქართველოს უწყვეტი მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე ივნისი 8, 2018 10:13

პრემიერ-მინისტრი აშშ-ს მთავრობას საქართველოს უწყვეტი მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას საქართველოს უწყვეტი მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

განცხადება პრემიერმა ათასწლეულის გამოწვევის ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე გააკეთა.

სხდომაზე ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ დაფინანსებული 140 მილიონი აშშ დოლარის გრანტის ფარგლებში განხორციელებული პროექტები განიხილეს. ისაუბრეს ზოგადი განათლების პროექტზე, რომლის ფარგლებში საქართველოში 91 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია და აღჭურვა ხორციელდება, ასევე – 20 ათასი მასწავლებლის პროფესიული განვითარების ახალ პროგრამაზე.

სხდომას ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეტ რუდიც დაესწრო.

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე ივნისი 8, 2018 10:13

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


3,655
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics