პრემიერ-მინისტრი არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრებს იწყებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრებს იწყებს და პირველ შეხვედრას 26 იანვარს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართავს.

როგორც “თაიმერს” მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას 20-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი დაესწრება, მათ შორის – „ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“; „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“; „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო“; ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო“, „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“; „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“; „ადამიანის უფლებათა ცენტრი“; „სამოქალაქო განვითარების სააგენტო“; „ევრაზიის განვითარების ფონდი“; „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“; „საქართველოს რეფორმების ასოციაცია“; „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“; „საზოგადოებრივი დამცველი“; „სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრი“; „სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი“; „ახალგაზრდა ადვოკატები“ და „ქართული მისია“.

banner
წინა სტატიაში“თანამოქალაქეებს აწუხებთ, რომ ქალაქში ძალიან მცირე სარეკრეაციო ზონა დარჩა”
შემდეგი სტატიარას ვერ პატიობს ივანიშვილი კალაძეს და რატომ აპირებს გადადგომას კახი კახიშვილი