პრემიერ-მინისტრი ალავერდის მონასტერში იმყოფებოდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ალავერდობის დღესასწაულთან დაკავშირებით ალავერდის მონასტერში იმყოფებოდა.

მთავრობის მეთაურს აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა – დავითმა
უმასპინძლა. მიტროპოლიტმა პრემიერ-მინისტრი დალოცა, ალავერდობა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

პრემიერმა ტაძარი მოილოცა, სადაც ალავერდობის დღესასწაულთან დაკავშირებით წმინდა ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები იყო დაბრძანებული.

მთავრობის მეთაურმა დაათვალიერა აღდგენილი მონასტერი და მიმდებარე ტერიტორია, ასევე უძველესი მარანი და მარანში არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარებისას აღმოჩენილი ექსპონატები.

პრემიერ-მინისტრთან ერთად ადგილზე მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი – ლერი ბარნაბიშვილი; აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

banner
წინა სტატიაშიპრემიერი – ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი სამაგალითო სისტემა შექმნილი. ეს თვითონ ამერიკელებმა აღნიშნეს, ევროპელებმა და ბრიტანელმა კოლეგებმა, ჩამოსულები იყვნენ რამდენიმე თვის წინ, თქვეს, რომ სამაგალითო სისტემა აქვს აწყობილი მთავრობას, ეფექტური სისტემა. სანქციების დარღვევის არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ღვინის კომპანია „ბადაგონი“ დაათვალიერა