პრემიერ-მინისტრი : 8 ოქტომბერს ჩატარდა საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტოდ თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნები

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 8 ოქტომბრის არჩევნები შეაფასა და საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტოდ თავისუფალი და გამჭვირვალე უწოდა.

„თითოეულმა დამკვირვებელმა, საერთაშორისო ორგანიზაციამ აღნიშნა ეს ფაქტი. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს, სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს და სამოქალქო საზოგადოებას.
ეს ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები იყო, რომელიც განაპირობებს საქართველოს მომავალი განვითარების დღის წესრიგს. ეს იყო კიდევ ერთი დადასტურება საქართველოში მიმდინარე შეუქცევადი დემოკრატიული განვითარების პროცესის.
მინდა გამოვხატო ჩემი პატივისცემა თითოეული ჩვენი მოქალაქის არჩევანის მიმართ. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო იმ ამომრჩეველს, რომელმაც ჩვენ გამოგვიცხადა დიდი ნდობა“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ კიბერდანაშაულისთვის სამი პირი დააკავა
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი ამომრჩეველს არჩევნების მეორე ტურში აქტიურობისკენ მოუწოდებს