პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი თურქმენეთში დაიწყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი თურქმენეთში დაიწყო.

აშხაბადის საერთაშორისო აეროპორტში მთავრობის მეთაურის დახვედრის ცერემონია გაიმართა. ირაკლი ღარიბაშვილს თურქმენეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი მუჰამეთგელდი სერდაროვი და საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული თურქმენეთში ავთანდილ ნაფეტვარიძე დახვდნენ.
ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრი თურქმენეთის პრეზიდენტთან სერდარ ბერდიმუჰამედოვთან ორმხრივ, მაღალი დონის შეხვედრას გამართავს.

banner
წინა სტატიაშიCredit Suisse აზიანებს საკუთარ თავს უხეში, მძიმე ფორმით და ასევე, აზიანებს შვეიცარიის საბანკო სისტემას – რატომ შეიძლება უღირდეთ მათ ამის გაკეთება, ჩვენ არ ვიცით და აქ ეჭვები ბუნებრივად შეიძლება გაჩნდეს – კობახიძე
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილმა და გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში გერმანიის მხარდაჭერის საკითხი განიხილეს