პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ყაზახეთის რესპუბლიკაში დაიწყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ყაზახეთის რესპუბლიკაში დაიწყო.

ნურ-სულთანის, ნურ-სულთან ნაზარბაევის საერთაშორისო აეროპორტში პრემიერ-მინისტრის დახვედრის ცერემონია გაიმართა.

მთავრობის მეთაურს ყაზახეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი, ვაჭრობისა და ინტეგრაციის მინისტრი ბახიტ სულტანოვი და საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული ყაზახეთის რესპუბლიკაში გიორგი ჩხეიძე დახვდნენ.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ყაზახეთის რესპუბლიკაში დელეგაციასთან ერთად იმყოფება.

banner
წინა სტატიაშიივანიშვილს კავშირი აქვს რუსულ ოლიგარქიასთან… საქართველოს მთავრობამ მხარი დაუჭირა პუტინის რეჟიმს – ნავალნის გუნდის წევრი, ვლადიმერ მილოვი
შემდეგი სტატიათურმე ელჩს კითხვა არ უნდა დაუსვა – თუ მადლობა არის გადასახდელი, ჩვენ ამას ვაკეთებთ და თუ რომელიმე ელჩი გასაკრიტიკებელია, არც ამას მოვერიდებით – ზარქუა