პრემიების ამკრძალავი პროექტი პარლამენტში მეორე მოსმენით ჩავარდა

პარლამენტმა 81 ხმით პრეზიდენტის ვეტო დაძლია

კანონპროექტი პრემიების აკრძალვის შესახებ საკანონმდებლო ორგანოში მეორე მოსმენით ჩავარდა. უმრავლესობიდან სახელწიფო უწყებებში მაღალჩინოსნებისთვის პრემიების შეზღუდვას მხოლოდ 44-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილის ინიციატივა 2017 წლის პირველ იანვრამდე პრემიების აღებას საქართველოს პრალამენტის წევრებს, მინისტრთა კაბინეტის წევრებს საკრებულოს თავმჯდომარეების, მერებსა და გამგებლებს უკრძალავდა.

მთლიანობაში ეს აკრძალვა 700-ზე მეტ თანამდებობის პირს ეხებოდა.

“თვად ინიციატივა, რა თქმა უნდა მისასალმებელია იმ თვალსაზრისით, რომ ემსახურება და მიზნად ისახავს ამ საკითხების მოწესრიგებას, პრობლემის მგოვარებას, თუმცა სამწუხაროდ, კომიტეტის პოზიცია ასეთია, რომ ეს ინიციატივა რა მიზანზეც არის გათვლილი, შედეგს ვერ მოგვცემს”, – განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი.

უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ კი აღნიშნა, რომ კანონპროექტს ბევრი ხარვეზი ჰქონდა და არ შეესაბამებოდა თავის მიზანს.

banner
წინა სტატიაშილეიბორისტები ბიძინა ივანიშვილს სახელმწიფო რესურსების მიტაცებაში ადანაშაულებენ
შემდეგი სტატია“მოსამართლის შეცდომას არ უნდა შეეწიროს რომელიმე მუხლი“