პრემიები რჩება, 100 თანამშრომელი კი გათავისუფლდება-როგორ ზოგავს ჯეჯელავა 27 მილიონს

ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, განატლების სამინისტრომ პრემიებში მარტლაც დახარჯა 2 მილიონი ლარი , მაგრამ მინისტრის განცხადებით, პრემიების გაცემა სამომავლოდაც იგეგმება. თუმცა მინისტრი ხარჯების შემცირებას სხვაგვარად გეგმავს, მისი თქმით, თვის ბოლოსთვის 100-ზე მეტი ადამიანი დატოვებს სამსახურს.

ჯეჯელავას თქმით, კადრები გათავისუფლდებიან,როგორც სამინისტროდან ასევე სამინისტროს დაქვემდებარებული სამსახურებიდანაც და შესაძლოა, რამდენიმე დეპარტამენტი საერთოდ გაუქმდეს.

ჯეჯელავას თქმით, ამას ითვალისწინებს პრემიერის 4 პუნქტიანი გეგმა და ბიუჯეტის პროექტი, რომლის მოთხოვნაა, ბ იუროკრატიული ხარჯების 10% შემცირება.

,,ჩვენ ყველას ერთიანი პოზიცია გვაქვს. პასუხს ვაგებთ მთლიანად მთავრობის 4 პუნქტიან გეგმაზე. რაც უკვე გაცხადებულია ჩვენ ათი პროცენტით ნაკლებს დავხარჯავთ. აქ რამდენიმე მილიონზეა საუბარი, ჩვენი წილი აქენად 27 მილიონის მიდამოებში იქნება. ყველა ვინც ხალხის ფულს ზედმეტად ხარჯავს უნდა გავათავისუფლოთ.“-განაცხადა მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიშეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის მცხეთის ისტორიული ძეგლების ადაპტირება დასრულდა
შემდეგი სტატიაანდერს ფოგ რასმუსენი : ევროკავშირის მხრიდან ეს ერთგვარი ღალატია