პრემია „ღირსების გზა 2018“-ის გამარჯვებული არჩილ წულაძე გახდა

1 დეკემბერს სასტუმრო „ჰუალინგში“ სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი „Therapia საქართველოსა” და საზოგადოებრივი ორგანიზაცია “ადამიანის ინსტიტუტის” ორგანიზებით ახალგაზრდა ექიმების დაჯილდოების გრანდიოზული ცერემონიალი გაიმართა.

ღონისძიებაზე 40 წლის ასაკამდე ახალგაზრდა ექიმები დააჯილდოვეს, რომელთაც გააჩნიათ უმაღლესი სამედიცინო განათლება და პრაქტიკული საექიმო საქმიანობის სტაჟი არანკლები 5 წლისა.
წლის ახალგაზრდა ექიმის წოდება და პრემია „ღირსების გზა 2018“ ს.ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმ-ოტორინოლარინგოლოგ არჩილ წულაძეს გადაეცა.
„მსურს ჩვენმა ქვეყანამ მიაღწიოს განვითარების იმ დონეს, სადაც მეცნიერება და მედიცინა კარგად დაფინანსებული და შესაბამისად თანამედროვე და წარმატებული იქნება. სადაც პაციენტს ძლიერ კლინიკებში მომუშავე ძლიერი გუნდი დახვდება“- არჩილ წულაძე.
ცნობისთვის, 2018 წლის პრემიის ლაურეატები ასევე გახდნენ: ალერგოლოგ-იმუნოლოგი ნინო ლომიძე, რომელმაც მეორე პრემია მიიღო და ექიმი-პედიატრი ნინო სირაძე, რომელიც მესამე პრემიის მფლობელი გახდა.
შეგახსენებთ, რომ ღონისძიება ტრადიციულ სახეს მიიღებს და ყოველწლიურად „ღირსების გზის“ პრემიით სხვადასხვა კლინიკიდან ახალგაზრდა ექიმები დაჯილდოვდებიან.
დაჯილდოების გრანდიოზული ცერემონიალი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით გაიმართა. ღონისძიების გენერალური სპონსორი გერმანული კომპანია Heel-ია.

 

 

banner
წინა სტატიაში10 კომპანია, რომელიც სესხების განულების პროგრამას შეუერთდა, ცნობილია
შემდეგი სტატიათაკო ჩარკვიანსა და მის მეუღლეზე თავდასხმის გამო დაკავებულ დავით გორგოძეს 3000 ლარიანი გირაო შეეფარდა