“ფრეგოს” აქტივებს სასამართლომ ყადაღა დაადო

საქართველოს ბიზნეს რეესტრის მონაცემებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ ნავთობკომპანია “ფრეგოს” აქტივები დააყადაღა. ყადაღის დადების შესახებ გადაწყვეტილება 2019 წლის 29 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო. კომპანიაში ადასტურებენ, რომ კომპანიის დამფუძნებელი გიორგი თოფჩიშვილი დაკავებულია. ბიზნესმენის დაკავების მიზეზზე ამ დროისთვის კომპანიაში არ საუბრობენ. რეესტრის მონაცემებით, შპს “ფრეგოს” 75%–იანი წილის მფლობელი თოფჩიშვილის მეუღლე ნინო გიორგობიანია.

შეგახსნებთ, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, დღგ-ს ყალბი აქტივების შექმნასა და გამოყენებასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ჯგუფურად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე, დაკავებულ იქნა კვიპროსში რეგისტრირებული ნავთობპროდუქტების კომპანია WISE LINK HOLDINGS LTD-ის მფლობელი გ.თ. და ამავე კომპანიის წარმომადგენელი საქართველოში ვ.ყ. რომლებიც თავის მხრივ, სრულად წარმართავენ საქართველოში რეგისტრირებული ნავთობპროდუქტების კომპანიების – შპს „ფრეგოსა“ და შპს „გლობალბითუმის|“ საქმიანობას.

banner
წინა სტატიაშიბიზნესომბუდსმენი „ფრეგოზე“ – საქმეს ბიზნესზე ზეწოლის კონტექსტი არ აქვს
შემდეგი სტატიაუაქციზო სიგარეტის ამოღებისას წინააღმდეგობის გაწევის გამო სისხლის სამართლის საქმე აღიძრა