“პრაქტიკულად აზრი ეკარგება საოლქო კომისიებში საჩივრის წარდგენას” – მესამე სექტორი საჩივრების განხილვის პროცესში ხარვეზებზე საუბრობს

არჩევნების პირველი ტურის საჩივრების განხილვა საოლქო კომისიებში დასრულდა. სამოქალაქო სექტორი კი პროცესების ხარვეზებზე საუბრობს.

არასამთავრობო ორგანიზაციები წინა არჩევნებთან შედარებით, საოლქო კომისიების მუშაობის გაუარესებაზე მიუთითებენ. მათი შეფასებით, საჩივრების ძირითადი ნაწილი კომისიებმა აბსურდული მიზეზით არ დააკმაყოფილა, რაც სამოქალაქო სექტორისთვის იმის თქმის საფუძველია, რომ საოლქო კომისიებმა გარკვეულწილად პოლიტიკური დაკვეთა შეასრულეს.

„დავების განხილვის სტანდარტი მკვეთრად გაუარესებულია საარჩევნო კომისიაში და მეორე ის, რომ პრაქტიკულად აზრი ეკარგება საოლქო კომისიებში საჩივრის წარდგენას. კომისიები მაქსიმალურად ცდილობენ თავი აარიდონ პასუხისმგებლობის დაკისრებას და გამოიყენონ ეს ე.წ. შესწორებები და განმარტებების ოქმები იმისთვის, რომ არ განიხილონ და გადასინჯონ მასალები,“-განაცხადა ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” დირექტორის მოადგილემ ელენე ნიჟარაძემ

banner
წინა სტატიაშისაახალწლო განათებებისთვის დედაქალაქის მერია 2 მილიონს დახარჯავს
შემდეგი სტატიასაქალაქო სასამართლო ფარცხალაძის გასაიდუმლოებული სასამართლო სხდომის ჩანაწერების გასაჯაროებაზე უარს ამბობს