ფრაქციის თავმჯდომარის პოსტზე ნიკა მელია სერგო რატიანმა ჩაანაცვლა

საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტზე ნიკა მელია სერგო რატიანმა ჩაანაცვლა.

როგორც ოპოციონერმა დეპუტატმა გიგი წერეთელმა განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება ფრაქციის სხდომაზე მიიღეს, რომელიც დღეს ჩატარდა. სხდომას თავად ნიკა მელია არ ესწრებოდა.

წერეთელის ინფორმაციით, ნიკა მელიას ყოფილ ფრაქციას სახელწოდება შეეცვალა და „ევროპული საქართველო“ დაერქვა.

რაც შეეხება ელენე ხოშტარიას ფრაქციის სახელწოდებას, უმცირესობა აღნიშნულ საკითხზე მსჯელობს.

ამასთან, გიგი წერეთელის თქმით, ფრაქციის სხდომაზე პარლამენტში ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის დაბარების საკითხზეც იმსჯელეს.

საპარლამენტო უმცირესობა კალაძეს კომპანია „გაზპრომთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, ინფორმაციის წარდგენას სთხოვს.

banner
წინა სტატიაშიხოშტარია: პუტინის ხელში „გაზპრომი“ პოლიტიკური იარაღია და ქვეყნის ინტერესების რღვევა ხდება
შემდეგი სტატიასაპარლამენტო უმცირესობა კახა კალაძეს პარლამენტში იბარებს