“ფრაქციის გაუქმება არ ნიშნავს, რომ ვიცე-სპიკერი თავის თანამდებობას დაკარგავს” – გიორგი კახიანი

ნატო ჩხეიძის მიერ „პატრიოტთა ალიანსის“ დატოვების შემდგომი პროცედურები საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ განმარტა. გიორგი კახიანის თქმით, თუ „პატრიოტთა ალიანსი“ ნატო ჩხეიძის შემცვლელს ვერ იპოვის, მაშინ, ფრაქცია დაიშლება, რადგან მისთვის აუცილებელია ექვსი წევრი.

მისი თქმით, „პატრიოტთა ალიანსი“ ასევე დაკარგავს ყველა იმ ადგილს კომიტეტებში და ასევე თანამდებობებს, ვინაიდან ყველა ადგილი ფრაქციის კვოტით აქვს მიღებული.

კახიანმა განმარტება ირმა ინაშვილის პოსტზეც გააკეთა. მისი თქმით, რეგლამენტის მიხედვით არ არის გათვალისწინებული, რომ ფრაქციის გაუქმების შემთხვევაში ვიცე-სპიკერი კარგავს თავის თანამდებობას.

„ავტომატურად, ფრაქციის გაუქმება არ ნიშნავს, რომ ვიცე-სპიკერი თავის თანამდებობას დაკარგავს. ყველა საპარლამენტო სუბიექტში, სადაც ფრაქციებს, როგორც თავიანთი კვოტის საფუძველზე აქვთ წარდგენილი შესაბამისი კანდიდატები, ბუნებრივია, ისინი ამ სუბიექტებში თავიანთ ადგილებს დაკარგავენ. ეს ეხება, მათ შორის მუდმივად მოქმედ დელეგაციებსაც, ხელახლა მოხდება კვოტების გადანაწილება,“- განაცხადა გიორგი კახიანმა.

banner
წინა სტატიაშიძალიან ზედაპირზეა ეს ყველაფერი, რომ ინტერესი არის ბატონი ივანიშვილის – ადა მარშანია “ომეგას” საქმეზე
შემდეგი სტატიაგუგული მაღრაძე – თუკი მსახიობი სტალინის როლს თამაშობს, დაიჭერს ჩიბუხს, მაგრამ ამოდიოდეს ბოლი, ეს აუცილებელი არ არის