ფრაქცია “საქართველოს პატრიოტებმა“ დროებით საგამოძიებო კომისიაში ადა მარშანია კომისიის თავმჯდომარის პოსტზე წარადგინა

ფრაქცია “საქართველოს პატრიოტებმა“ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაში თავმჯდომარის პოსტზე ადა მარშანია წარადგინა.
შესაბამისად, დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე, კომისიის დამტკიცებამდე თავმჯდომარის პოსტზე ორ კანდიდატურას – ადა მარშანიასა და სერგი კაპანაძეს ეყრება კენჭი და პარლამენტი მათგან ერთ-ერთს ხმათა უმრავლესობით აირჩევს.
როგორც ცნობილია, მმართველ გუნდთან მიღწეული პოლიტიკური შეთანხმებით, საგამოძიებო კომისიაში უმრავლესობა – 9 ადგილი “ევროპულ საქართველოს“ ექნება და კომისიას სერგი კაპანაძე უხელმძღვანელებს

banner
წინა სტატიაში“საქართველომ დაამტკიცა, რომ ნატოს ძლიერი და ეფექტური პარტნიორია,” – ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე
შემდეგი სტატიანათია მეზვრიშვილი : აუცილებლობის შემთხვევაში, ზაზა სარალიძეც გამოიკითხება