ფრაქცია “საქართველოს პატრიოტები” სავარაუდოდ, დაიშლება

პარლამენტის ფრაქცია “საქართველოს პატრიოტები” სავარაუდოდ, დაიშლება. „პატრიოტებს“ ჯერჯერობით დავით ჭიჭინაძის შემცვლელი მოძიებული არ ჰყავთ. ჭიჭინაძემ კი უკვე დაანონსა „პატრიოტებიდან“ გასვლა.

ფრაქცია „საქართველოს“ პატრიოტების თავმჯდომარის, გიორგი ლომიას განცხადებით, “პატრიოტთა ალიანსის” წევრები არ აპირებენ თავად დაიწყონ მე-6 დეპუტატის ძებნა, რომელიც ფრაქციის შესაქმნელადაა საჭირო.

„ჩვენ დღეს არ ვაპირებთ არავისთან მისვლას და საუბარს თემაზე, რომ ის შემოვიდეს ჩვენთან ფრაქციაში, რომ ფრაქცია არ დაიშალოს. ამის გაკეთებას არ ვაპირებთ. თუ ვინმეს ექნება სურვილი, რომ შემოვიდეს და ფრაქციაში გაწევრიანდეს, სიამოვნებთ მივიღებთ, თუ არადა სიამოვნებით დავიშლებით და უფრო მეტის საშუალება გვექნება სამომავლოდ, ვიდრე დღეს გაგვაჩნია,“- განაცხადა გიორგი ლომიამ.

banner
წინა სტატიაშიეკა ბესელია-ირაკლი კობახიძეს ვურჩევ, კონფრონტაციული ტონით ნუ ისაუბრებს, რადგან პროცესი ისედაც დაძაბულია
შემდეგი სტატიაბიძინა გეგიძე-უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევი პროცესისადმი მინიმალური ნდობაც კი არ არის