ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ იურიდიულ კომიტეტში ვაკანტურ თანამდებობებზე მამუკა მდინარაძე და გოგა გულორდავა წარადგინა

ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ იურიდიულ კომიტეტში ვაკანტურ თანამდებობებზე მამუკა მდინარაძე და გოგა გულორდავა წარადგინა. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომის შემდეგ განაცხადა.

„როგორც მოგეხსენებათ, დღეს ჩატარდა ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომა და პარლამენტის რეგლამენტის 51-ე მუხლის შესაბამისად, ფრაქციამ გამოიწვია იურიდიული კომიტეტიდან ბატონი გედევან ფოფხაძე. შესაბამისად, ბატონი გედევან ფოფხაძე ვეღარ დაიკავებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობას“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მისი თქმით, დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ კომიტეტში დარჩა ორი წევრის ვაკანტური თანამდებობა.

„ერთი გახლავთ „მწვანეების“ მიერ დათმობილი, ხოლო მეორე უშუალოდ „ქართული ოცნების“ ვაკანტური თანამდებობა. დღეს ბიუროს სხდომაზე ჩვენ მივიღეთ ცნობად, რომ გედევან ფოფხაძე არის გაწვეული იურიდიული კომიტეტიდან და შესაბამისად ფრაქციამ ორი წევრი წარადგინა. ეს გახლავთ მამუკა მდინარაძე და გოგა გულორდავა. ამის შემდგომი პროცედურები შემდეგნაირად განხორციელდება – იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე მოიწვევს კომიტეტის სხდომას და აღნიშნულ სხდომაზე სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ერთ-ერთ მოადგილეს კომიტეტი დააკისრებს კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას, სანამ საპარლამენტო სესია არ აირჩევს ახალ თავმჯდომარეს“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

კითხვას, ვინ იქნება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე და იქნება თუ არა ანრი ოხანაშვილი, დეპუტატი პასუხობს, რომ ბიუროზე აღინიშნა რომ ეს საკითხი უნდა შეთანხმდეს გუნდში პარტიის ხელმძღვანელობასთან ერთად

banner
წინა სტატიაშითიანეთში ორი მამაკაცი მოკლეს
შემდეგი სტატია,,გედევან ფოფხაძესთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების ერთი მიზეზი იყო რეგლამენტის უხეში დარღვევა, მეორე კი – გუნდურობა”