ფრაქცია „ქართული ოცნება“ დღეს სხდომას გამართავს, რომელსაც ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება“ დღეს სხდომას გამართავს. ფრაქციის სხდომა პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში 11:00 საათზე გაიმართება. ინფორმაცია პირველ არხს პარტიაში დაუდასტურეს.

პირველი არხის ინფორმაციით, ფრაქციის დღევანდელ სხდომას პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება.

სხდომაზე განსახილველი საკითხები არ კონკრეტდება.

banner
წინა სტატიაშირონალდუმ Instagram-ში რეკორდი დაამყარა
შემდეგი სტატიაგედევან ფოფხაძეს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის პირველი მოადგილის უფლებამოსილება შეუწყდა